Wednesday, May 9, 2012

მხატვრობა

                                          მხატვრობა



      დაახლოებით 35 ათასი წლის წინათ ადამიანებმა გამოქვაბეულების კედლების მოხატვა დაიწყეს. კედლის ნახატები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია აღმოჩენილი, მათ შორის საქართველოში, წალკის მახლობლად. მაგრამ ყველაზე ცნობილია საფრანგეთისა და ესპანეთის გამოქვაბულის მხატვრობა. არავინ იცის რატომ შეიქმნა ეს ნახატები, მაგრამ ვარაუდობენ, რომ პირველყოფილი ადამიანი მოხატულ გამოქვაბულებში რიტუალებს აკეთებდა და დღესასწაულს მართავდა.

                                                      გამოქვაბულების მოხატვა
     პირველი საღებავები და ფხვნილი, რბილი ქანისგან მზადდებოდა. კონტურების მოსახატად პირველი მხატვრები საკუთარ თითებს იყენებდნენ. შემდეგ ნახატს საღებავში ამოვლებული ბეწვის ნაკუწით აფერადებდნენ.



                                                             ცხოველთა ნახატები
      კედლებზე ძირითადად ცხოველები, მაგალითად ბიზონები, ცხენები და მამონტებია დახატული. ადამიანებს ალბათ სჯეროდათ, რომ დახატულ ცხოველს მაგიური ძალა ჰქონდა და ნადირობაში დაეხმარებოდა.


 პირველი ქურუმები
     ზოგჯერ ნახატებზე უცნაურ არსებებს ვხედავთ, რომელიც ადამიანსაც ჰგავს და ცხოველსაც. შესაძლოა ესენი პირველი ქურუმები არიან, ცხოველის ტანისამოსიანი. შესაზლოა აგრეთვე ქურუმის მოხატულ გამოქვაბულში ადამიანები რიტუალებს მართავდნენ.

სხეულის მოხატვა
     გამოქვაბულების მოხატვასთან ერთად, პირველყოფილი ადამიანები გარდაცვლილთა სხეულებს წითელი მიწით შესრულებული ნახატებით ამკობდნენ. შესაძლოა ისინი საკუთარ თავზეც იხატავდნენ მაგიურ სიმბოლოებს რელიგიურ ცერემონიებში მონაწილეობის წინ.

პირველი ქანდაკებები
     ძველი მხატვრები ძვლის პატარა ქანდაკებებსაც ამზადებდნენ. მათი უმეტესობა ქალს, შესაძლოა ქალღმერთებს გამოსახავდა, სხვები კი ცხოველებს.



პირველი კალენდარი?
     მეცნიერებმა მიაკვლიეს ძვლისა და ირმის რქების ნახატებს, რომლებზეც მრავალი პატარა ნახატი თუ სიმბოლო ამოჭრილი.ეს პირველყოფილი ადამიანების ნახელავია და შესაძლოა, მთვარის ფაზების მონაცვლეობას ასახავს დროის მიხედვით. იქნებ ეს პირველი კალენდარია.


ბიბლიოგრაფია
ტიპი: ვებ–გვერდი
ბმული: http://ucnauri.com/197316/ხელოვნების-დასაწყისი/
სახელწოდება: მხატვრობა
ავტორი: უცნობია
გამოცემის თარიღი: 27.12.2011